სამაგისტრო პროგრამის დასახელება: გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო ინასარიძე - პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი
ნინო არჩვაძე - პროგრამის თანახელმძღვანელი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი
															პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
• საერთო სამაგისტრო გამოცდა;
• ზეპირი გამოცდა სპეციალობაში;
• სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ: დიპლომირებულ სპეციალისტებსა და ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს შემდეგი პროფილით: ბიოლოგია, გამოყენებითი ბიოლოგია/ ბიო- მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ბუნებისმეტყველება, ჯანდაცვა, ბიომედიცინა, მედიცი- ნა, ფარმაცია, ფარმაკოლოგია, ფსიქოლოგია, ეკოლოგია, გარემოსმცოდნეობა, აგრარული/სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებები და სხვა მომიჯნავე სპეციალობები;
• პროგრამაზე სწავლის მსურველებს, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენა, მოეთხოვებათ ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი;
• სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში; გავლილი აქვთ სტაჟირება საერთაშორისო სკოლებში ან საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, აგრეთვე აქვთ პროგრამით გათვალისწინებულ სფეროებში ან მომიჯნავე დარგებში მუშაობის გამოცდილება.
															დასაქმების სფეროები:
სამაგსიტრო პროგრამის – “გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” კურსდამთავრებულებს დასაქმების ფართო არეალი აქვთ:
- ჯანდაცვის, სასურსათო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა მომიჯნავე პროფილის საწარმოები;
 - უნივერსიტეტები, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები;
 - კლინიკურ - სადიაგნოსტიკო ცენტრები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები;
 - ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახურები;
 - ფარმაკოლოგიური და ფარმაცევტული კომპანიები;
 - სასურსათო მრეწველობისა და სასოფლო სამეურნეო პროფილის კომპანიები;
 - სურსათის წარმოების, მომარაგებისა და გაყიდვის სამსახურები;
 - სანიტარული უსაფრთხოების სამსახურები;
 - სურსათის უვნებლობის სამსახურები;
 - აგრო–წარმოების მოწყობის სამსახურები;
 - გარემოს დაცვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
 - დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი. ეროვნული პარკები და ნაკრძალები, ზოოპარკები და ბოტანიკური
 - ბაღები;
 - სახელმწიფო/კერძო კვლევითი და საკონსულტაციო სამსახურები;
 - მარეგულირებელი და საკონსულტაციო სტრუქტურები;
 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (საჯარო და საერო სკოლები)
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბიოლოგიის, სოფლის მეურნეობის, სურსათის, ფარმაცევტული, ტოქსიკოლოგიური და სხვა მომიჯნავე სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებით.